ალესიო ტაკინარდი: "რომა" უშანსოდაა
"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ალესიო ტაკინარდი მიიჩნევს, რომ "რომა" "ბარსელონასთან" დაპირისპირებაში უშანსოდაა.
"რომა" უშანსოდაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში "ბარსელონა" ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფება. აღსანიშნავია მათი სათადარიგოთა სკამის სიღრმე. მესი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება და მისი შეჩერება მარტივი სულაც არ არის. იტალიელებმა ორი იდეალური შეხვედრა უნდა ჩაატარონ.
რომაელები ვალდებულები არიან მთელი ძალებით თავი დაიცვან. სხვა შემთხვევაში, დაცვაში თავისუფალი სივრცე წარმოიქმნება, რაც დამღუპველი იქნება."-ამბობს ტაკინარდი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]