დი ფრანჩესკო: შედეგი უსამართლოა... "ბარსელონას" მსაჯები დაეხმარნენ...
"რომას" მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო, "ბარსელონასთან" წაგების (1:4) შემდეგ, ხელს მსაჯებისკენ იშვერს.
"მომდევნო ეტაპზე გასვლა ძნელი იქნება, მაგრამ უფრო ადვილი იქნებოდა, მსაჯები "ბარსელონას" რომ არ დახმარებოდნენ. რამდენიმე გადაწყვეტილება კატალონიელთათვის ზედმეტად სასარგებლო იყო. შედეგი "ბარსასთვის" ძალიან კარგია, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ და ნახევარფინალზე ოცნებას განვაგრძობთ.
დე როსიმ შეცდომა დაუშვა, ასეთი რამ ხდება ხოლმე. მანოლასს არ გაუმართლა. რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს სისუსტეები აქვს, მაგრამ "ბარსელონა" ისედაც ძალიან ძლიერი გუნდია და მსაჯებს შეუძლიათ მას არ დაეხმარონ.
შედეგი უსამართლოა. "ბარსელონამ" 4 გოლი გაიტანა, მაგრამ ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, შედეგი გადამეტებულია. შეცდომები დავუშვით, მაგრამ მონდომება ვაჩვენეთ. საკუთარი შეცდომებით თავადვე დავისაჯეთ." - ციტირებს დი ფრანჩესკოს სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]