ჯეკო: მსაჯმა "ბარსელონას" კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა ვერ გაბედა
"რომას" ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო მიიჩნევს, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში არბიტრს "ბარსელონას" კარში თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ ეს ვერ გაბედა.
"ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. ანგარიში ძალიან სამწუხაროა, რადგან მეტოქეს 4 გოლიდან 3 ფაქტიურად თავად გავიტანეთ.
შეხვედრის სტარტზე, ჩემზე წესების დარღვევისთვის თერთმეტმეტრიანი რომ დაენიშნათ, თამაში სხვაგვარად წარიმართებოდა. თუმცა, არბიტრს გამბედაობა არ ეყო "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დაედო. 1/4-ფინალში გასვლა და ჩვენდამი ობიექტური დამოკიდებულება დავიმსახურეთ.
ვიცით, რომ "ბარსელონა" ძლიერია, მაგრამ მიმაჩნია, 1:3 უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. თუმცა, როდესაც ბევრ შეცდომას უშვებ, "ბარსელონა" გსჯის." - ციტირებს ჯეკოს სიტყვებს Football Italia.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]