სერხიო ბუსკეტსმა გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა დღევანდელ სავარჯიშო სესიაში გუნდთან ერთად მონაწილეობა ვერ მიიღო. მან ცალკე ივარჯიშა, კლუბის ფიზიოთერაპევტის, ხუანხო ბრაუს მეთვალყურეობის ქვეშ.
ბუსკეტსმა დაზიანება "ჩელსისთან" მიიღო და ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა. შესაბამისად, "ლეგანესთან" მას ვერ ვიხილავთ. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ სერხიო მოედანზე მას შემდეგ გავიდეს, როცა მისი გამოჯანსაღების პროცესი დასრულდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]