ბარსელონა-ლეგანესი - პრევიუ

ბარსელონა-ლეგანესი - პრევიუ

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე "ბარსელონას" და "ლეგანესის" დაპირისპირება დაიწყება. წარმოგიდგენთ შეხვედრის პრევიუს. 

მთავარი მიზნები

ერნესტო ვალვერდეს გუნდი "ლეგანესთან" ტრადიციის გაგრძელებას და დადებითი შედეგის დაფიქსირებას ეცდება. 3 ქულა მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ ტურში მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს ეთამაშებიან, შესაბამისად, კატალონიელებს ლიდერობის გამყარება შეეძლებათ. მოგების ან ფრის შემთხვევაში "ბარსა" "სოსიედადის" მიღწევას გაიმეორებს და პრიმერა დივიზიონში ზედიზედ 38-ე შეხვედრას ჩაატარებს წაუგებლად. ბასკებმა ამის გაკეთება 1979/80 წლების სეზონში მოახერხეს. 

გუნდების სიახლეები

ლუკა დინს და სერხიო ბუსკეტსს ტრავმა აქვთ და "ბარსას" დღეს ვერ დაეხმარებიან, ისევე როგორც ალეიშ ვიდალი და იერი მინა. როგორც საკმაოდ ხშირად ხდება, ამ მოთამაშეებმა ერნესტო ვალვერდეს 18 კაციან განაცხადში მოხვედრა ვერ მოახერხეს. სრული განაცხადი.

რაც შეეხება სტუმარ გუნდს, მადრიდელები ალექს შიმანოვსკის, მარტინ მანტოვანის და დიეგო რიკოს გარეშე იქნებიან. ამ უკანასკნელს დისკვალიფიკაცია აქვს, დანარჩენები კი დაზიანების გამო ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ, მოედანზე, შესაძლოა, დარკო ბრაშანაცი ვიხილოთ, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა. 

მწვრთნელების გადმოსახედიდან

როგორც ნებისმიერი სხვა შეხვედრის წინ, ერნესტო ვალვერდემ რთული მატჩი დააანონსა. მან აღნიშნა, რომ "ლეგანესისგან" კარგ თამაშს ელის, ისეთს, როგორსაც ისინი მთელი სეზონის განმავლობაში გვთავაზობენ. სამი ქულის აღებას ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ჩემპიონობისთვის "ბარსელონას" სულ 15 სჭირდება. 

ასიერ გარიტანომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ბარსას" წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა, მაგრამ ისინი ყველაფერს გააკეთებენ და შანსი ექნებათ, მითუმეტეს, თუ ვალვერდე შემადგენლობაში მცირე როტაციას მაინც მოახდენს. 

ფორმა

კატალონიელები ლა ლიგაში წაუგებელ სვლას ინარჩუნებენ. უკანასკნელი 6 შეხვედრიდან "ბარსელონამ" 4 მოიგო, მოიგო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზეც. მადრიდელებმა ბოლო 12-დან მხოლოდ 2 მატჩში იმარჯვეს, "სევილიასთან" და "მალაგასთან". 

ურთიერთშეხვედრების ისტორია

ეს კლუბები ერთმანეთს სულ 3-ჯერ დაუპირისპირდნენ. გასულ სეზონში, რომელიც "ლეგანესისთვის" სადებიუტო იყო, "ბარსამ" სტუმრად 5-1 გაიმარჯვა, შემდეგ კი, "კამპ ნოუზე" - 2-1. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში გამართული შეხვედრა კი 3-0 დასრულდა. 

მდგომარეობა სატურნირო ცხრილში

ერნესტო ვალვერდეს გუნდს 31-ე ტურის წინ 76 ქულა აქვს და "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს, "ლეგანესი" კი 36 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს. 


როგორ დასრულდება შეხვედრა?

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    nelson semedo 2
    სტუმარი [?]
    #2 7 აპრილი 2018 12:46
    0
    6-1 მგონია
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 7 აპრილი 2018 11:36
    0
    5-0 მესის ჰეთრიკი კპუტინიო სუარეზი გოლები