სკოლარი: არტური ინიესტას გავს

სკოლარი: არტური ინიესტას გავს

ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი ლუის ფელიპე სკოლარი "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის საინტერესო რამდენიმე დეტალზე საუბრობს.

"არტური ანდრეს ინიესტას გავს. ის ბურთს კარგად ინარჩუნებს და სწრაფად ფიქრობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ფეხბურთელი ძალიან გაიზარდა და მიხარია, რომ ის "ბარსელონაში" გადავიდა, ისევე, როგორც პაულინიოს შემთხვევაში მიხაროდა."

"პაულინიო "ბარსელონას" სისტემას იდეალურად მოერგო."

"მჯერა, რომ არტური "ბარსელონაში" წარმატებას მიაღწევს."

"პაულინიოს "ბარსელონაში" გადასვლით უკმაყოფილო იმის გამო ვიყავი, რომ ჩვენ ("გუანჩჟოუ ევერგრანდი") ასეთი ფეხბურთელი დავკარგეთ."

"კოუტინიოს წარმატებით თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. მას შეუძლია დარტყმა, პასის გაკეთება, ბურთის მოპოვება... ის, "ბარსელონასთვის", შესანიშნავი შენაძენია.

"არ ვიცი, ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლა კარგი იდეა იყო, თუ ცუდი. სიტუაცია კარგად არ ვიცნობ, შედეგს კი მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

"მესი და რონალდუ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მესი ტექნიკურად ყველაზე მეტად დაჯილდოვებული ფეხბურთელია. რონალდუს კი გოლების გატანა უყვარს. მათი ერთ გუნდში ხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა."

"მესის, ისტორიაში შესასვლელად, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება. მან "ოქროს ბურთი" 5-ჯერ მოიგო!"

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება შესანიშნავი იქნებოდა." - ციტირებს სკოლარის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 7 აპრილი 2018 20:09
    0
    მაგარი იბაზრა