ტოტი: "რომამ" "ბარსელონასთან" დაამტკიცა, რომ არანაირი "კანფეტი" არაა
"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ მისი ყოფილი გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში თამაში შეაფასა.
რომაელებმა საკუთარ მოედანზე "ბარსელონა", სენსაციურად, 3:0 დაამარცხეს და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ნახევარფინალში გავიდნენ.
"ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შემდეგ "ბარსელონას" წარმომადგენლები მისი შედეგებით კმაყოფილები იყვნენ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა ჩვენ "კანფეტიც" კი გვიწოდა. "რომამ" დაამტკიცა, რომ ის არანაირი კანფეტი არაა.
პირველი 90 წუთი ზუსტად ისე გავიდა, როგორსაც ხალხის 90% ელოდა. უმეტესობა თვლიდა, რომ "რომას" პირველი თამაშის შემდეგ შანსები არ ჰქონდა. საპასუხო მატჩი უსარგებლო ვარჯიშად მიიჩნეოდა. საბედნიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგი 180 წუთის შემდეგ წყდება. ფეხბურთი იმდენად მშვენიერია, რომ მეორე შანსიც გაქვს. ტანში ჟრუანტელი მივლის, როდესაც ამ თამაშის მომენტებს ვხედავ." - ციტირებს ტოტის Football Italia.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]