"ბარსელონა" ლუის ალბერტოს დაბრუნებაზე ფიქრობს
რომის "ლაციოს" ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ლუის ალბერტო, შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები 25 წლის ფეხგურთელს ანდრეს ინიესტას ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავენ.
ლუის ალბერტო "ბარსელონა ბ"-ში 2012/13 წლების სეზონში, იჯარით თამაშობდა. ჩატარებულ 38 შეხვედრაში მან 11 გოლის გატანა მოახარხა.
"ლაციოში" ალბერტო 2016 წლიდან გამოდის. რომაული კლუბის მაისურით, 55 შეხვედრაში, ესპანელმა 11 გოლი გაიტანა, აქედან 45 თამაში და 10 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.
იტალიური პრესის ცნობით, "ლაციო" ფეხბურთელს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]