"ბარსელონას" უმტიტის გამოსასყიდი თანხის გაზრდა სურს

"ბარსელონას" უმტიტის გამოსასყიდი თანხის გაზრდა სურს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის გამოსასყიდი თანხა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

კატალონიელები 24 წლის ფრანგ მოთამაშესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, პირველი ორი შეთავაზება უმტიტის არასაკმარისად მიმზიდველად მოეჩვენა. მას უფრო მეტი თანხის გამომუშავება სურს.

თუმცა, "ბარსა" არაა მზად მცველის ხელფასი მნიშვნელოვნად გაზარდოს, იმის შიშით, რომ გუნდის სხვა ფეხბურთელებიც მოითხოვენ მაღალ ანაზღაურებას.

გარდა ამისა, კატალონიური კლუბი უმტიტის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის არანაკლებ 250 მილიონ ევრომდე გაზრდას გეგმავს. ამჟამად კი ეს თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო კონტრაქტის ვადა 2021 წლამდეა ძალაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 21 აპრილი 2018 11:33
    0
    ხელფასიც მისცენ და გამოსასყიდი რაც შეიძლება მაღალი დაადონ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 19 აპრილი 2018 18:57
    0
    უნტიტი უნდა დარჩეს და ბარსამ 8 მილიონი უნდა დაუნიშნონ ხელფაში