გულშემატკივრები პიკეს დასვენებას ითხოვენ
"SPORT.es"-მა ჩაატარა გამოკითხვა "ბარსელონას" გულშემატკივრებში იმის შესახებ, ითამაშებს თუ არა "ბლაუგრანას" ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე, დღეს "ალმერიას" წინააღმდეგ. როგორც მოგეხსენებათ, პიკეს ლა ლიგაში მიღებული აქვს ოთხი ყვითელი ბარათი. არსებობს საშიშროება იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაში პიკემ კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღოს, რაც იმის ნიშნავს, რომ ესპანელი მცველი 29 ნოემბერს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ამ ყველაფრის არიდების მიზნით, გულშემატკივრება პეპს ურჩიეს, რომ პიკეს ადგილზე "ბარსა ატლეტიკის" ფეხბურთელი ფონტასი დააყენოს.
ასევე, დრეს "ბარსელონას" დაცვას ვერ დაეხმარება ერიკ აბიდალი, რომელსაც ტრავმა აწუხებს, ამიტომ დიდი შანსია, მის მაგივრად პეპმა მაქსველი დააყენოს. მარჯვენა ფლანგზე კი, ხმების დიდი რაოდენობა მიიღო ბრაზილიელმა დანი ალვესმა. დანარჩენ ფეხბურთელებზე სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ. "ფანების" აზრით გვარდიოლა ნახევარდაცვაში ჩავის, ბუსკეტსს და ინიესტას დააყენებს, ხოლო თავდასხმაში მესი, ვილა და პედრო მოგვევლინებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]