8 უპასუხო გოლი და ახალი რეკორდები
როგორც მოგეხსენებათ, დღეს "ბარსელონამ" გასვლით შეხვედრაში, "ალმერია" ანგარიშით, 0–8 დაამარცხა. ეს ანგარიში "ბარსასთვის" გასვლით შეხვედრებში საუკეთესოა. გუნდმა ასეთი ანგარიშით გამარჯვება, ელენიო ერერას (1959) მწვრთნელობის დროს მოახერხა...
1959 წლის 25 ოქტომბერი იდგა. ტურის მეშვიდე შეხვედრაში, "ბარსამ" "ლას პამასი" ლუის სუარესის (3), ევარისტოს (2), ეულოგიო მარტინესის, გენსანასა და ვილიავერდეს გოლების წყალობით დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში კი გოლებით ლეო მესიმ (3), ბოიან კრკიჩმა (2), ინიესტამ, პედრომ და აქაისიეტემ გაგვანბივრეს.
"ბარსელონას" 8 გოლი ერთ მატჩში 2003 წლის 15 ოქტომბრიდან არ ქონდა გატანილი. ამ თარიღზე "ბარსამ", "უეფას თასის" პირველი რაუნდის შეხვედრაში, "მატადორ პუჩოვი" ანგარიშით, 8–0 დაამარცხა. მაქამდე კი ბოლოს გუნდმა 8 გოლის გატანა, 1996/97 წლებში, "ლოგრონიესის" წინააღმდეგ შეხვედრაში შეძლო.
ამ გამარჯვებით "ბარსამ", მადრიდის "რეალის" რეკორდი გაიმეორა, რომელიც მადრიდელებმა 1991/92 წლების სეზონში დაამყარეს. დღეს, "ბარსამ" სეზონის სტარტიდან ზედიზედ უკვე მეექვსე მატჩში შეძლო წარმატების მოპოვება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]