კოუტინიოს ტრებლის შანსი აქვს
ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადმოვიდა და შესაძლოა, მან მიზანს პირველივე სეზონში მიაღწიოს, მაგრამ კატალონიური კლუბის წარმატების გარეშე.
ბრაზილიელ შემტევს, "ბარსას" მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე, ჯერ არ უთამაშია. ამის მიზეზი ისაა, რომ მან ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაზე, "ლივერპულის" ფორმით, 5 შეხვედრა ჩაატარა. სწორედ ამ მატჩების გამო, 25 წლის ფეხბურთელს შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდეს.
Sport-ის ცნობით, თუ "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" დაამარცხა, ჩემპიონის წოდება კოუტინიოსაც შეხვდება, რადგან მის მიერ ნათამაშები 347 წუთი ამისთვის საკმარისი იქნება.
თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ კოუტინიო ტრებლის მომგები ფეხბურთელი იქნება - ის, ერთ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატს, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]