ჟერარ დეულოფეუ: "ბარსელონაში" ჩემი დაბრუნება გამორიცხულია
"ბარსელონადან" "უოტფორდში" განათხოვრებული ჟერარ დეულოფეუ, რომელიც ცოტა ხნის წინ, კატალონიურ კლუბში დაბრუნებას ეჭვის თვალით უყურებდა, ახლა, მოვლენების ასეთ განვითარებას გამორიცხავს.
"გამორიცხულია "ბარსელონაში" დავბრუნდე. მათ არ ვუნდივარ და დაბრუნება არც მე მინდა. კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი და მინდა, რომ გამყიდონ. მეტი იჯარა აღარ იქნება, უნდა გამყიდონ." - აცხადებს დეულოფეუ.
ჟერარ დეულოფეუ "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიელებმა ის ჯერ "ევერტონში", შემდეგ "სევილიაში" გაანათხოვრეს, 2015 წელს კი, "ევერტონს" მიჰყიდეს. 2017 წელს, "ბარსამ" დეულოფეუს 12 მილიონად გამოსყიდვის უფლება გამოიყენა, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში კი ფეხბურთელი "უოტფორდში" გაანათხოვრა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]