"ბარსელონამ" "ატლეტიკო" გააღიზიანა
მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს განცხადების გამო გაბრაზებულია. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, ჟოზეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ მას ანტუან გრიზმანთან და მის გარემოცვასთან კონტაქტი ჰქონდა, ეს კი კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ფრანგი თავდამსხმელი, მომდევნო სეზონში, კატალონიურ კლუბში ითამაშებს. ესპანური პრესის ცნობით, "ატლეტიკო" ბართომეუს სწორედ ამ განცხადებამ გააღიზიანა.
იგივე წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ "როხიბლანკო" გრიზმანის დაკარგვას უკვე შეელია და ახლა კლუბი მის შემცვლელს ეძებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]