"ინტერს" ლუის სუარესის შეძენა სურს
Don Balon-ზე დაყრდნობით, Calcio Mercato იტყობინება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მილანის "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს (რისთვისაც მათ სტუმრად "ლაციოს" დამარცხება მოუწევთ) და გუნდს მაურო იკარდი დატოვებს, "ნერაძური" "ბარსელონას" ფორვარდის, ლუის სუარესის შეძენას შეეცდება.
წყაროს ცნობით, ურუგვაელი მიიჩნევს, რომ კატალონიაში მას საკმარისად არ აფასებენ და კლუბში ანტუან გრიზმანის მოსვლის შემდეგ შემადგენლობაშიც ვეღარ მოხვდება, ასე რომ, ის წასვლაზე უარს არ იტყვის.
სუარესმა მიმდინარე სეზონში "ბარსასთან" ერთად 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლის გატანა და 14 ასისტის შესრულება მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]