ლიონელ მესი ლა ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
"სოსიედადთან" მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ლიონელ მესი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით დაჯილდოვდა. პრიზი მას ყოფილმა თანაგუნდელმა და "ბარსელონას" ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა გადასცა.
მესი 34 გოლით პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც ხდება, ისევე როგორც ლიდერი ასისტენტებს შორის. მას 12 საგოლე პასი აქვს, ისევე როგორც "ვილიარეალის" ფეხბურთელ პაბლო ფორნალსს, მაგრამ სავარაუდოდ, დღეს მოედანზე რამდენიმე წუთს გაატარებს და შანსი ექნება, ამ მხრივაც ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]