"ბარსელონას" გარდა, დე ლიგტით "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდება
საკმაოდ დიდი ხანია, რაც "ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" 18 წლის მცველის, მატიას დე ლიგტის მიმართ გამოხატავს ინტერესს. მას კატალონიურ გუნდს ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უკავშირებდნენ, თუმცა საქმე სერიოზულ მოლაპარაკებამდე არ მისულა. დიდი ალბათობით, გუნდი ჰოლანდიელის მიმართ ინტერესს ზაფხულში განაახლებს, მაგრამ "ბარსას" კონკურენტი ეყოლება - "მანჩესტერ სიტი", რომელსაც დე ლიგტის შეძენა ასევე სურს. გვარდიოლას გუნდი მას ვინსენ კომპანის შემცვლელად მიიჩნევს, "ბარსელონა" კი კლემან ლანგლეს ალტერნატივად.
დე ლიგტმა მიმდინარე სეზონში 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჰოლანდიის ჩემპიონატში მან 3 გოლის გატანა და 2 ასისტის შესრულებაც მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]