ABC: გრიზმანი "ატლეტიკოში" დარჩენას აპირებს
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, სავარაუდოდ, მადრიდულ კლუბში დარჩება.
როგორც ABC იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა თავის ახლობლებს შეატყობინა, რომ მიიღო გადაწყვეტილება და "ბარსელონაში" არ გადავა.
გრიზმანის გადაწყვეტილებაზე გავლენა "ატლეტიკოს" შეთავაზებამ მოახდინა, რომლის პირობებითაც ის წელიწადში, ხელფასის სახით, 20 მილიონ ევროს მიიღებს.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის ცოლი და და მადრიდში ბედნიერები არიან და გადაბარგება არ სურთ, რამაც ასევე მოახდინა გავლენა გრიზმანის გადაწყვეტილებაზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ ფრანგმა შემტევმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]