"ბარსა" Facebook-ზეც ლიდერობს
"ბარსა" "Facebook"-ზეც ლიდერობს. სპორტულ კლუბებს შორის "ბარსას" სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი, 7 მილიონი ფანი ყავს. მის შემდეგ კი 2 დიდი გრანდი, "რეალ მადრიდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მოდის...
"ბარსელონა" Facebook-ზე 2009 წლის ნოემბერში გაწევრიანდა. აგერ უკვე ერთი წელი გავიდა და გუნდს 7 მილიონი გულშემატკივარი ყავს. ეს რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.
"ბარსას" შემდეგ მადრიდის "რეალი" მოდის, რომელიც მეორე ადგილს 6 მილიონი გულშემატკივრით იკავებს, ხოლო მესამეზე "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც თავს 5 მილიონი ფანით იწონებს. ტოპ 10–ეულში მოხვდა საკალათბურთო კლუბი, "ლეიკერსიც", რომელიც ათეულში მეხუთე პოზიციაზეა. მეცხრე ადგილზეა – "იანკები". ეს კლუბი მეორე არაევროპული კლუბია, რომელიც ამ ათეულში მოხვდა.
ალბათ გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ამ 7 მილიონი ფანიდან ყველაზე მეტი ესპანელია, რომლის შემდეგაც რაოდენობით ინდონეზია, თურქეთი, საფრანგეთ და ამერიკის შეერთებული შტატებია. "ბარსას" გულშემატკივარი მსოფლიოს ყველა მხარეში ყავს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჯაკარტა (ინდონეზია), მადრიდი (ესპანეთი), მეხიკო (მექსიკა), კარაკასი (ვენესუელა) და ბოგოტა (კოლუმბია).
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "ბარსას" Facebook-ის გულშემატკივრები ძალიან აქტიურები არიან. კვირაში გვერდს საშუალოდ 200 ათასი "Like" აქვს. გუნდის Facebook-ის ოფიციალურ გვერდის გულშემატკივართა უმრავლესობა, 80% 35 წლამდე მამაკაცია. ასე, რომ ქალბატონებო, თქვენც იაქტიურეთ.
1. FC Barcelona (7,100,000)
2. Real Madrid (6,011,000)
3. Manchester United (4,997,500)
4. Galatasaray (4,663,800)
5. LA Lakers (4,140,600)
6. Liverpool (3,406,400)
7. Fenerbahçe (3,154,900)
8. Chelsea (2,599,600)
9. Yankees (2,408,000)
10. Arsenal FC (2,380,000)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]