ვილი კაბალიერო: არგენტინის ნაკრები ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის
ლონდონის "ჩელსის" და არგენტინის ეროვნული გუნდის მეკარე, ვილი კაბალიერო აცხადებს, რომ "ალბისელესტე" მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არ არის.
"ესპანეთთან მატჩი ძალიან უცნაური იყო. მათ ექვსი მომენტი შექმნეს და ყველა გამოიყენეს, ჩვენ კი 4 შევქმენით და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. შესაბამისად, ანგარიშში თამაშის ხასიათი ზუსტად ვერ აისახა. შეიძლება ვთქვათ და თავი იმით გავიმართლოთ, რომ მესიმ არ ითამაშა, დი მარიამ არ ითამაშა, მაგრამ ჩვენი გუნდი მათ გარეშეც ძლიერია, ისეთი, როგორც თუნდაც იმ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიასთან იყო.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არ იქნება გუნდთან ერთად, არგენტინის ნაკრები ერთ ფეხბურთელზე არასდროს არის დამოკიდებული". - ამბობს კაბალიერო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]