გუდიონსენი – ისლანდიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

გუდიონსენი – ისლანდიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ეიდორ გუდიონსენი, მას შემდეგ, რაც მან გასულ შაბათს ლატვიის ეროვნულ ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, ისლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"მე დავბრუნდი ნაკრებში და მსურდა გოლის გატანა, მაგრამ ეს რეკორდი არაფერია, როდესაც ჩემი ნაკრები ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. რომ ვყოფილიყავი უკეთეს ფიზიკურ ფორმაში შეიძლება მეტიც გამეტანა, მაგრამ მე ეს ვერ შევძელი” – განაცხადა მატჩის შემდგომ გუდიონსენმა.

გუდიონსენმა ნაკრებში აქამდე უკანასკნელი გოლი გასული წლის სექტემბერში გაიტანა, როდესაც მისმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდია 3:0 გაანადგურა.

"მე ვიცოდი, რომ ადრე თჲ გვიან ამ რეკორდს დავამყარებდი, მაგრამ მე მსურდა, რომ ჩემს გოლებს ნაკრებისთვის გამარჯვება მოეტანა. მე ამაყი ვარ, რომ ამ შედეგს მივაღწიე, მაგრამ ჩვენ წავაგეთ და მე არ შემიძლია გახარებული ვიყო ამითი. იმედი მაქვს ჩემი გოლები მომავალში მეტ სიხარულს მომიტანს” – განაცხადა გუდიონსენმა.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.