ესპანეთის ნაკრებმა ირანი დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა თითქმის გაინაღდა [ვიდეო]

ესპანეთის ნაკრებმა ირანი დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა თითქმის გაინაღდა [ვიდეო]

მუნდიალის B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, ყაზანში ესპანეთის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მათ ადვილი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დასაწყისში ირანი მთელი გუნდით საკუთარ თავს იცავდა და კარის მშრალად შენახვას ახერხებდა, მაგრამ 54-ე წუთზე დიეგო კოშტამ ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა. ამის შემდეგ ირანელები გააქტიურდნენ და საპასუხო გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ის არ ჩათვალა. საბოლოოდ, შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. 

რაც შეეხებათ "ბარსელონას" ფეხბურთელებს, პიკემ, ალბამ და ბუსკეტსმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს, ანდრეს ინიესტა კი მწვრთნელმა 71-ე წუთზე შეცვალა.

ამ ტურის მეორე მატჩში პორტუგალიამ ირანს იგივე ანგარიშით მოუგო. შესაბამისად, მათ და ესპანელებს 4-4 ქულა აქვთ, ირანს 3, მაროკოს კი - 0. 
ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლისთვის ესპანეთმა მესამე ტურში უმოტივაციო მაროკო ისე უნდა დაამარცხოს, რომ პორტუგალიაზე უკეთესი ბურთების სხვაობა დაუფიქსირდეს. თუმცა, თუ პორტუგალიელებმა ქულები დაკარგეს ესპანეთს, შესაძლოა, 1 ქულაც ეყოს. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Hala madrid 1975
    სტუმარი [?]
    #5 21 ივნისი 2018 20:04
    1
    რაო ჯუჯამ დღეს ვიგებო
    KAPA
    სტუმარი [?]
    #4 21 ივნისი 2018 09:31
    1
    ციტატა: Messi.jordan.federer..
    Gandonebi orivem 1-0 moiges.exla shexedaven A jgufshi vin romel adgils daikavebs da imisda mixedvith gainawileben 1-2 adgils.ukve mezizgheba fexburthi.

    Masec araa Irani chasafrebulia 3 qulit tu gauvarda portugaliastan jgufidanac gava
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივნისი 2018 00:56
    1
    ციტატა: Kolxi
    Tiago kiar dazaralda,espaneti dasaralda lopotegis casvlit ,tan seriozulad

    კიბატონო, ჯერჯერობით ასე ჩანს რომ ესპანეთი დაზარალდა. უბრალოდ ამ შემთხვევაში კონკრეტულად მოთამაშეებზე გავაკეთე აქცენტი და იეროს ხელში ტიაგო აშკარად იჩაგრება
    Kolxi
    სტუმარი [?]
    #2 21 ივნისი 2018 00:47
    1
    Tiago kiar dazaralda,espaneti dasaralda lopotegis casvlit ,tan seriozulad
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივნისი 2018 00:35
    1
    იერომ რატო შეცვალა შემადგენლობა პირველი თამაშის მერე, ან ტიაგოს რატო ჩაგრავს. ესპანეთი კი ძაან აქეს პორტუგალიასთან შეხვედრის მერე, მარა იმ მატჩშიც ბევრი კონტრშეტევა გაეპარათ, ბევრი შეცდომაც დაუშვეს. დღეს კიდე შეტევის ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ინიესტა საყრდენად საიდან მოიგონა საერთოდ, არც ტიაგო + ვასკესი დააყენა. ლოპეტეგის წასვლით ყველაზე მეტად ტიაგო დაზარალდა