ესპანეთმა მაროკოს ვერ მოუგო, მაგრამ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა [ვიდეო]
ცოტა ხნის წინ მსოფლიოს თასის B ჯგუფის მე-3 ტურის მატჩები დასრულდა. "ბარსელონელების" მონაწილეობით, ესპანელები უმოტივაციო მაროკოს დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, აფრიკელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა. "ფურია როხას" შემადგენლობიდან გოლები ისკომ (19') და იაგო ასპასმა (90'+1') გაიტანეს. ასპასის გოლის დროს თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ ვიდეო-რეფერის ჩარევის შემდეგ, გოლი ჩაითვალა.
ვერ მოგების მიუხედავად, ესპანელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ამას ხელი პარალელური მატჩის შედეგმა შეუწყო. პორტუგალიას და ირანს შორის მატჩი 1-1 დასრულდა და მეორე ადგილზე ფერნანდო სანტუშის გუნდი გავიდა.
ბოლო წუთამდე შესაძლებელი იყო, სამ გუნდს (მაროკომ ჯგუფიდან გასვლის შანსი მე-2 ტურის შემდეგ დაკარგა) შორის ადგილები ნებისმიერნაირად გადანაწილებულიყო.
1/8 ფინალში ესპანეთი რუსეთის ნაკრებს შეხვდება, მეორე წყვილი კი ურუგვაი-პორტუგალია იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]