„ბარსელონას“ მუზეუმი რონალდუს პრიზებზე დუმს?
"ბარსელონას" მუზეუმის სპეციალურ სტენდზე, სადაც "ოქროს ბურთის" ლაურეატთა სიაა გამოკრული, აღნიშნული არ არის, რომ "რეალის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2016-2017 წლებშიც მოიგო.
"ოქროს ბურთის" ლაურეატთა რაოდენობით "ბარსელონა" კლუბებს შორის საუკეთესოა - გუნდში მოასპარეზე ფეხბურთელებმა 11-ჯერ მოიგეს ეს ჯილდო. თუმცა, სიაში მადრიდის "რეალი" 8 ტიტულით მესამე ადგილს იკავებს, ეს ინფორმაცია კი მცდარია.
სანამ იფიქრებთ, რომ "ბარსელონამ" France Football-ის მიერ გადაცემული პრიზების აღირცხვა შეწყვიტა აქვე გეტყვით: "ოქროს ბურთით" ფეხბურთელებს FIFA მხოლოდ 2010 წლის შემდეგ აჯილდოვებდა, მანამდე კი ეს ტიტული ზემოთ აღნიშნულ გამოცემას ეკუთვნოდა.

ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]