დელ ბოსკე: "ესპანელ ფეხბურთელს "ოქროს ბურთი" უნდა მიეღო"
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2008 და 2013 წელს მოიგო ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო - "ოქროს ბურთი". არგენტინელმა თავდამსხმელა ლეო მესიმ კი ამის გაკეთება 4-ჯერ მოახერხა (2009, 2010, 2011, 2012). თუმცა ბოლო ექვსი წლის თითქმის ყველა სამეულში ხვდებოდნენ ესპანელი ნახევარმცველების შესანიშნავი დუეტი, ჩავი და ინიესტა.
დელ ბოსკეს ამ გამონათქვამის ქვაკუთხედი ეროვნული ნაკრებია. რადგან 2008 და 2012 წლებში ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
"ვფიქრობ, რომ როცა გუნდი ამდენ წარმატებას აღწევს, ეს ინდივიდუალურ ჯილლდოებშიც უნდა ასახულიყო. არ ვაპირებ კონკრეტული სახელების დასახელებას, თუმცა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ესპანელი ფეხბურთელი "ოქროს ბურთს" იმსახურებდა".
ის ასევე გამოეხმაურა "ელ კლასიკოს" შემდგომ დაძაბულობას და განაცხადა, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია "ბარსასა" და "რეალის" ფეხბურთელებს შორის უთანხმოების არარსებობა, სხვაგვარად ბრაზილიაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
თუ ესპანეთს ეროვნული ნაკრები 2014 წლის მუნდიალს მოიგებს, ის რიგით მესამე ნაკრები გახდება რომელიც ტიტულს შეინარჩნებს. (იტალია 1945, 1938 და ბრაზილია 1958,1962)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]