ბუსკეტსი: "მოურინიომ "რეალის" თამაში შეცვალა"
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ისაუბრა მადრიდის "რეალზე" და მის მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე. ესპანელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ "რეალის" სათამაშო სტილი პორტუგალიელი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა.
"ელ კლასიკო არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში. მოურინიოს მოსვლის შემდეგ აშკარაა, რომ მადრიდის "რეალი" ბევრად უკეთ ათამაშდა, მაგრამ ჩვენი გუნდი თუ ითამაშებს თავის ჩვეულ თამაშს, მაშინ მათ უპრობლემოდ დავამარცხებთ. ვიცით, რომ "რეალის" ფეხბურთელები შემოგვიტევენ და ამიტომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ყველა მომენტში პრესინგით, ასევე მაშინაც, როდესაც კასილიასი ბურთს შეიყვანს თამაშში. "ბარსელონამ" ამ შეხვედრაში უნდა აჩვენოს ჩვეული, ერთი შეხებით თამაში. ორშაბათს უნდა მივაღწიოთ მიზანს და "რეალი" უნდა დავამარცხოთ" - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს "Goal.com"-ი, რომელიც შემდეგ "Sky Sport Italia"-ს ეთერში გავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]