ვალდესი: ''კინაღამ ფეხბურთი დავტოვე"

ვალდესი: ''კინაღამ ფეხბურთი დავტოვე"

''ბარსას'' გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა ჟურნალ ''DT''-სთან ინტერვიუში ისაუბრა თავისი ბიოგრაფიის უცნობ დეტალებზე. მათ შორის იმაზეც, რომ ის ფეხბურთის მიტოვებას აპირებდა.

ეს მოხდა მაშინ, როდესაც ის 18 წლის იყო. ვალდესი ''ბარსას'' ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას აპირებდა. საბოლოოდ მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახმა ამის გაკეთება გადააფიქრებინა: ''18 წლის ასაკში სხვა გზას ვერ ვხედავდი, მაგრამ თერაპიული მკურნალობის და ოჯახის წევრების დახმარების შემდეგ ჩემი გონება თითქოს შეიცვალა და ეს სულელური აზრი თავიდან ამოვიგდე"-ამბობს ვიქტორი ინტერვიუში.

დროთა განმავლობაში მისი დამოკიდებულება შეიცვალა: ''შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაუმორჩილებელი სული სწორედ ახალგაზრდობას, წარსულს უკავშირდება. ბავშვობაში ძალიან იმპულსური ვიყავი და სწორედ ამის გამო არაერთი შეცდომა დამიშვია. ახლა ვიცი, რომ ცხოვრებაში უნდა იპოვნო ბალანსი და უნდა მიხვიდე იმ დასვნამდე, რომ შენი ცხოვრება არ არის საიდუმლო''.

 

''გუარდიოლა ფეხბურთის ავადმყოფია''

''ამ სიტყვების გამო გიჟის პერანგი არ უნდა ჩამაცვათ (იცინის). გუარდიოლა ფეხბურთის ავადმყოფია თავისი პოზიტიური გრძნობებით. ის ჩვენი მასწავლებელიცაა. გვასწავლის როგორ უნდა ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი, როგორსაც ვერავინ ითამაშებს. ძალიან ჯიუტია, როდესაც საქმე მის იდეებს ეხება. რთულ სიტუაციებში, როდესაც მოედანზე ყველაფერი კარგად არ გამოგვდის დაფაზე გვიხატავს თამაშს და სათითაოდ გვიხსნის რისი გაკეთება გვევალება. მე ასეთი მწვრთნელი ჯერ არ მინახავს''.

ადამიანი-სამართლიანი და მშვიდობისმოყვარე.

ვიქტორ ვალდესი საკუთარ თავს ასე გვიხასიათებს: ''სამართლიანი ხალხთან მიმართებაში, ძალიან მეგობრული, მშვიდი. მიყვარს განმარტოება, რადგან ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც საჭიროა''. საუკეთესო რჩევა რაც კი ცხოვრების მანძილზე მიუღია პეპ გუარდიოლას ეკუთვნის: ''მან მირჩია, რომ გულში მხოლოდ პოზიტიური გრძნობები დამეტოვებინა და განვლილ შეცდომებზე ნაკლები მეფიქრა''.

 

ეს კი ჟურნალ ''TD''-სთვის გამართული ფოტოსესია:

[media=http://www.youtube.com/watch?v=6CG25yKuHnw]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.