დაიმახსოვრე, დაიმახსოვრე... ნოემბრის დასასრული !

დაიმახსოვრე, დაიმახსოვრე... ნოემბრის დასასრული !


"ბარსამ" გასულ კვირას ყველა მატჩი მოიგო რაც კი ჩაატარა. ახლა კი ნოემბერი მთავრდება "რეალთან" მატჩით. ხოლო სტატისტიკის მიხედვით "ბლაუგრანა" ფავორიტია.

ნოემბერი "ბარსასთვის" ტრადიციულად დატვირთული თვეა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩები ასევე, ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები ამხანაგური მატჩებისთვის და ასშ. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ "ბლაუგრანა" ნოემბრის თვეში მუდამ კარგად გამოიყურება და ყოველთვის შესანიშნავად ასრულებს თვეს, აი მაგალითად გასული სეზონის მატჩი სადაც "ბარსამ" "რეალს" 1-0 სძლია.

2003 წელს ვერ მოახერხა მოგება



"ბარსელონას" 2003/04 წლის სეზონებში არ გაუმართლა დეკემბრის წინა თვეში, "ვალიადოლიდთან" მატჩში, რადგანაც მათ ეს თამაში ფრედ დაასრულეს.

4 დიდი ანგარიში



სამაგიეროდ "ბარსელონამ" შემდეგ 4 სეზონში, "ნოემბრის" ბოლოს დიდი ანგარიშებით მოუგო: "ხეტაფეს"(1-3), "ვილიარეალს"(4-0), "რასინგს"(4-1) და "რეკრეატივოს"(3-0).

29 ნოემბერი, მესამე წელი



გასულ 2 სეზონში, "ბარსამ" 29 ნოემბერს ითამაშა მაღალი პოზიციის გუნდებთან ისეთი, როგორიც იყო: "სევილია" და "რეალი". 2008 წელს პეპ გვარდიოლას თავკაცობით "ბლაუგრანა" ჩავიდა "სანჩეს პიხუანში" და 0-3 მოიგო, ხოლო გასულ სეზონში მათ "ნოუ კამპზე" იბრაჰიმოვიჩის გოლის წყალობით "რეალის" დამარცხება შეძლეს. გაიზრდება თუ არა მათი გამარჯვებების რეკორდი შვიდამდე, ამ სეზონში ?

"ბარსას" შედეგები ნოემბრის ბოლოს, 2003 წლის სეზონიდან 2009 წლის სეზონამდე.

29/11/09: "ბარსა" - "რეალი" (1-0)
29/11/08: "სევილია" - "ბარსა" (0-3)
24/11/07: "ბარსა" - "რეკრეატივო" (3-0)
25/11/06: "ბარსა" - "ვილიარეალი" (4-0)
27/11/05: "ბარსა" - "რასინგი" (4-1)
27/11/04 "ხეტაფე" - "ბარსა" (1-3)
30/11/03: "ბარსა" - "ვალიადოლიდი" (0-0)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.