MD: "გუანჩჟოუ" პაულინიოს გამოსყიდვაში 50 მილიონს გადაიხდის
ჩინურ "გუანჩჟოუ ევერგრანდს" 29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს "ბარსელონასგან" 50 მილიონ ევროდ გამოსყიდა მოუწევს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, "გუანჩჟოუს", რომელმაც პაულინიო იჯარით აიყვანა, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს და არა ვალდებულება. თუმცა, კატალონიელი ჟურნალისტები სხვა ცნობებს ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "გუანჩჟოუს" შორის არსებული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ ისაა, რომ ჩინურმა კლუბმა შარშან 40 მილიონად გაყიდულ ფეხბურთელში ახლა 50 მილიონი გადაიხადოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]