სეზონის პირველი სავარჯიშო სესია
პირველი გუნდის 14-მა მოთამაშემ, გუშინდელი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, დღეს დილით 2018/2019 სეზონის პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო სტადიონზე, ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში იყვნენ: სერჟი რობერტო, რაფინია, სილესენი, მუნირი, სერჟი სამპერი, დუგლასი, მარლონი, ნელსონ სემედუ, დენის სუარესი, პაკო ალკასერი, ლუკა დინი, ანდრე გომეში, ალეიშ ვიდალი და ორტოლა.
კარლეს ალენია აღდგენითი პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს.
დღის საუკეთესო სიახლე სერჟი სამპერის დაბრუნებაა, რომელმაც იჯარით "ლას პალმასში" ყოფნის დროს, 6 იანვარს, "ეიბართან" მატჩში, უმძიმესი ტრავმა მიიღო და 6 თვის გამოტოვება მოუწია.
გუნდი დღეს მეორე ვარჯიშს, 21:00 საათზე ჩაატარებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამოძახებული მოთამაშეები კი გუნდს, შემდეგ დღეებსა და კვირებში, ეტაპობრივად შეუერთდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]