"ბარსელონა" ფეხბურთელების გაყიდვით 150 მილიონს გამოიმუშავებს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულში ტრანსფერებზე სარფიანად მუშაობას აპირებს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
ინგლისური წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ფეხბურთელების გაყიდვით დაახლოებით 150 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.
"ბარსელონა" რაფინია ალკანტარას 35 მილიონ ევროდ აფასებს, იასპერ სილესენსა და იერი მინას კი - თოთოეულს 30 მილიონ ევროდ. გარდა ამისა, კლუბი ანდრე გომეშს (22 მილიონი), ლუკა დინს (15 მილიონი), მარლონსა (10 მილიონი) და ალეიშ ვიდალს (8 მილიონი) გაყიდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]