"ჩელსიმ" "ბარსას" მესამე შეთავაზება უარყო
"ბარსელონა" ვილიანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. Sky Sports-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ "ჩელსიმ" კატალონიელების რიგით მესამე შეთავაზება უარყო.
"ბარსამ" ბოლოს ლონდონელებს 59 მილიონი ევრო შესთავაზა. წყაროს ცნობით, ეს გასულ კვირაში მოხდა. ახლა კი, კლუბის ხელმძღვანელებმა ""ლურჯების"თვის" 61 მილიონის გამეტება გადაწყვიტეს, თუმცა, საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა.
ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის გარდა ვილიანით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება. "ჩელსის" ახალ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის კი ბრაზილიელის შენარჩუნება სურს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]