ანდრეს ინიესტას დებიუტი ახალ გუნდში
"ბარსელონას" ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, ახალი გუნდის, იაპონური "ვისელ კობეს" მაისურით სადებიუტო თამაში ჩაატარა.
დღეს, "ვისელ კობე", იაპონიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, "შონან ბელმარს" მასპინძლობდა. შეხვედრის 59-ე წუთზე, როდესაც მასპინძელი გუნდი 0:2 აგებდა, მოედანზე ანდრეს ინიესტა გამოჩნდა. ეს 34 წლის ფეხბურთელის კარიერაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მან "ბარსელონას" გარდა სხვა კლუბის მაისურით ითამაშა.
"ვისელ კობემ" შეხვედრა 0:3 წააგო, მაგრამ თამაშის შემდეგ ფეხბურთელები მაინც ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, რადგან მათ გუნდში ანდრეს ინიესტა გამოჩნდა.
ინიესტას გამოჩენამ იმოქმედა გულშემატკივრების რაოდენობაზეც. მას შემდეგ, რაც "ვისელ კობეს" მთავარმა მწვრთნელმა, ტაკაიუკი ტოშიდამ დაადასტურა, რომ ინიესტას დებიუტი დღევანდელ მატჩში შედგებოდა, NOEVIR Stadium Kobe-ზე ანშლაგი იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]