"ბარსელონა" ახალგაზრდა პორტუგალიელს აკვირდება
Sky Sports-ის ცნობით, "ბარსელონას" სკაუტები 18 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს, დომინგოშ კინას აკვირდებიან. ისინი მის თამაშებს ფინეთში მიმდინარე U19 ევროპის ჩემპიონატზე ესწრებიან. ამ ტურნირზე მან უკვე გაიტანა გოლი, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესოებს შორის აუცილებლად მოხვდება.
კინა ნახევარმცველია, რომელიც უკვე ორი წელია, "ვესტ ჰემში" თამაშობს. ლონდონური კლუბი მას სულ რაღაც 600 ათას ფუნტად აფასებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ჰოფენჰაიმი" და "ვერდერიც" გამოხატავენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]