რონალდუ:"საუბარი ჩემსა და მესის დუელზე სისულელეა"

რონალდუ:"საუბარი ჩემსა და მესის დუელზე სისულელეა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ თვლის, რომ შეხვედრა, რომელიც გაიმართება ორშაბათს კამპ ნოუზე, მეტია ვიდრე ორი ფეხბურთელის დაპირისპირება.

"ჩემსა და მესის დუელზე საუბარი არაფერია, თუ არა ნამდვილი სისულელე"–განაცხადა პორტუგალიელმა ვარჯიშის შემდეგ,

"რეალის" შვიდიანი ერთი გოლით უსწრებს მესის პრიმერას ბომბარდირთა დავაში. რონალდუს "ბარსელონას" წინააღმდეგ 5 მატჩი აქვს ნათამაშები (ითვლება მანჩესტერის მაისურით ჩატარებული მატჩებიც), რომლებშიც მან გოლი ვერ გაიტანა, ხოლო მესიმ 8 ელ კლასიკოში 7 გოლის გატანა შეძლო.

"მე არ მაქვს აკვიატებული აზრი, რომ აუცილებლად უნდა გავუტანო "ბარსელონას".მე თამაში კარგად მიმდის, მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების, ჩვენ დავამარცხებთ "ბარსელონას"–განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.