"ევერტონი" იერი მინას ტრანსფერთან ახლოსაა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, იერი მინა "ევერტონში" გადასვლასთან ახლოსაა, იტყობინება Goal.
კოლუმბიელი მერსესაიდელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მარკო სილვამ უკვე გამართა მოლაპარაკებები მოთამაშის აგენტთან, ჯაირ მინასთან.
ახლა "ევერტონი" "ბარსელონას", მინას ტრანსფერში 27 მილიონ ფუნტს სთავაზობს. თავდაპირველი შეთავაზება 15 მილიონი ფუნტით შემოიფარგლებოდა, რომელიც მალევე 21 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.
მიუხედავად "ლიონის" წინადადებისა, რომელიც ასევე დაახლოებით 27 მილიონ ფუნტს შეადგენს, "ევერტონი" კოლუმბიელი მცველის ტრანსფერის მთავარ კანდიდატად რჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]