ვალვერდე: რონალდუს ტრანსფერი ინიესტას ჩვენგან წასვლის დონისაა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლაზე საუბრობს.
"არ ვიცით, რამდენად დაასუსტებს "რეალს" რონალდუს წასვლა, მაგრამ ესაა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბს ბევრი რამ მისცა და მისი მიღწევები უნდა ვაღიაროთ.
კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლა ანდრეს ინიესტას ჩვენგან წასვლის დონის შემთხვევაა. ხულენ ლოპეტეგი შეეცდება ეს დანაკლისი რაც შეიძლება კარგად შეავსოს." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Sport.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]