ვილა: "ჩავი თავის პოზიციაზე საუკეთესოა"

ვილა: "ჩავი თავის პოზიციაზე საუკეთესოა"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ "AS"-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა თანაგუნდელზე, ჩავი ერნანდესზე. ვილამ განაცხადა, რომ 30 წლის ესპანელი ნახევარმცველი მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

"ჩავი ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობს ორშაბათს გასამართი "კლასიკოსათვის", რადგან რეალი წელს კარგ ფორმაშია. ის არის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი მთელს მსოფლიოში, მას თავის პოზიციაზე ბადალი არ ჰყავს" - განაცხადა დავიდ ვილამ.

მადრიდის რეალთან გასამართ შეხვედრაზე ესპანელმა თავდამსხმელმა განაცხადა: "არამგონია, რომ ეს თამაში წარიმართოს ორი ადამიანის დუელით. შესაძლოა მადრიდელებს ლიდერის სტატუსი ჰქონდეთ, მაგრამ მათი დამარცხება შეუძლებელი არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.