Sport: უსმან დემბელე მალკომის ტრანსფერით უკმაყოფილია
"ბარსელონას" თავდამსხმელი უსმან დემბელე კატალონიურ კლუბში თავისი პოზიციით უკმაყოფილოა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
მოგეხსენებათ, ფრანგმა ფეხბურთელმა გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, ახლა კი კატალონიელებმა მალკომი შეიძინეს, რომელიც 21 წლის შემტევის პოტენციურ კონკურენტად ითვლება.
კატალონიური წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში დემბელეს აგენტი თავისი კლიენტის მომავლის განსახილველად "ბარსელონას" ხელმძღვანელობას გაესაუბრება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონაში" დემბელესი სჯერათ. კლუბმა ფეხბურთელში დიდი თანხა გადაიხადა და კატალონიელები მის გაყიდვას ან სათადარიგოდ გამოყენებას არ აპირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]