ლუკა დინი კლუბსა და გულშემატკივრებს გამოემშვიდობა
"ბარსელონას" აწ უყვე ყოფილი მარცხენა მცველი, ლუკა დინი სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით კატალონიურ კლუბსა და გულშემატკივრებს გამოემშვიდობა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს.
"ბოლო ორ წელში ჩემი ბავშვობის ოცნება რეალობად იქცა. მსურს ყველას დიდი მადლობა ვუთხრა! პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კლუბმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, როგორც კი მივედი.
მადლობა ექიმებს, პერსონალსა და ყველას, ვისთანაც ვმუშაობდი, დაცვის თანამშრომლებს, მზარეულებს - თქვენ კლუბი ოჯახად აქციეთ.
მადლობა გულშემატკივრებს, ისინი თბილად შემხვდნენ. მადლობა ქალაქ ბარსელონას, ის ყოველთვის მემახსოვრება. აქ დიდებული ხალხი ცხოვრობს.
მადლობა კოლეგებს, რომლებიც არამხოლოდ საუკეთესო მოთამაშეები არიან მსოფლიოში, არამედ შესანიშნავი ხალხიც, რომლებიც მზად არიან დახმარებისთვის. "ბარსა" - მეტია, ვიდრე კლუბი, ეს წარმოუდგენელი ოჯახია! ყველას გეხვევით, ახალ სეზონში წარმატებებს გისურვებთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]