იერი მინა: მივხვდი, რომ მესისა და სუარესის შოპინგს მე ვაფინანსებდი

იერი მინა: მივხვდი, რომ მესისა და სუარესის შოპინგს მე ვაფინანსებდი

"ბარსელონას" კოლუმბიელი ცენტრალური მცველი იერი მინა, კატალონიურ კლუბში გატარებული პირველი თვეების შესახებ, საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"როდესაც "ბარსელონაში" მოვედი, კარგი ატმოსფეროს შესაქმნელად, მესის და სუარესს ვენიძლავებოდი, ვინ უკეთ შეასრულებდა ჯარიმას ვარჯიშზე.

ისინი ყოველ დღე 50 ევროს მიგებდნენ. შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი: "მე ამ ბიჭების შოპინგის დანახარჯებს ვანაზღაურებ!" სიმართლე კი ისაა, რომ ამ მონსტრებს შეუძლიათ ბურთი იქ მოათავსონ, სადაც მოესურვებათ.

ისინი ფანტასტიკური ადამიანები და ჯადოქრები არიან.

ბევრ რამეზე ვფიქრობდი, ბევრ ცუდ რამეზე. ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა დასრულდა.

თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ფილიპე კოუტინიო და პაულინიო კი ჩემს გამხნევებას ცდილობდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

მესმოდა, რომ გუნდში შესანიშნავი ცენტრალური მცველები ირიცხებიან, მაგრამ მინდოდა სათამაშო დრო მეც მიმეღო, რაც არ ხდებოდა.

ცოტა დრო მივიღე და ცუდად ვითამაშე. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ცუდად მიდიოდა, რომ არაფერი შემეძლო, ვარჯშზე პასის გაკეთებაც კი.

საკუთარ მომავალზე ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ მშვიდად ვარ. ჯერ 23 წლის ვარ და წინ დიდი დრო მაქვს." - აცხადებს მინა Bocas Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    M10 S9 C 14 D11 R 10
    სტუმარი [?]
    #3 31 ივლისი 2018 22:15
    0
    suleli unda iko mesis da suas magaze ro daenidzlavo :ddd
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 31 ივლისი 2018 16:26
    0
    ვერმალენი გაუშვან და ეს ან მარლონი დატოვონ
    [?]
    #1 31 ივლისი 2018 14:56
    0
    ციტატა: Johan cruyff13
    ახალი ინფორმაციაა. სავარაუდოდ მინა მანჩესტერ იუნ. გადადის, ინსტაგრამზე წაშალა ინფორმაცია რომ ბარსას ფეხბურთელია და მანიუს გვერდი მოიწონა. წყარო ევროსპორტია.

    მანჩეში თუ გადავიდა იქიდან აღარავინ დაგვიბრუნებს. გამოსასყიდ პუნკტს არ ჩაგვადებინებენ ამიტო ჩათვალეთ დავკარგეთ. და ჟოზემ თუ ეს მონსტრ მცველად აქცია მერე ვინანებთ მწარედ