ვარჯიში სიცივეში

ვარჯიში სიცივეში

დღეს "ბარსამ", "კალსიკოსთვის" მოსამზადებელი კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. გუნდს "სიუტატ ესპორტივაზე" ვარჯიში დაბალ ტემპერატურაზე მოუწია. ვარჯიშში მონაწილეობა 19–მა ფეხბურთელმა მიიღო...

დღევანდელი შეკრება ძირითადად აღდგენით სამუშაოებს დაეთმო. მოგეხსენებათ, რომ ოთხშაბათს გუნდმა საბერძნეთში, "ჩემპიონთა ლიგის" მატჩი გამართა. ფეხბურთელები ორშაბათსთვის ემზადებიან. დღეს კი მათ ვარჯიში სიცივეში მოუწიათ.

გუნდმა ვარჯიში 11 საათზე, "სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე", დახურულ კარს მიღმა დაიწყო. ამინდის ტემპერატურა სულ რაღაც 5 გრადუსი იყო, რის გამოც ფეხბურთელებს ზამთრის სავარჯიშო ფორმები ეცვათ. როგორც ჩანს, ზამთარმა ბარსელონაში უკვე შეაღწია.

თუ ტრავმირებულ მილიტოს არ ჩავთვლით, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. სულ ვარჯშზე 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა. აქედან 18 გვარდიოლას შეგირდი იყო, ხოლო ერთი ლუის ენრიკეს. "ბარსა ბ"–დან მხოლოდ ტიაგო ალკანტარა იმყოფებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.