ტევესი ბოიანის სანაცვლოდ?!
როგორც იცით, სულ მალე მოახლოვდება ზამთრის ტრანსფერები და უკვე აქედანვე დაიწყო სხვადასხვა ჭორების გავრცელება. "Metro.co.uk"-ის თქმით, კატალონიის "ბარსელონამ" და ინგლისის "მანჩესტერ სიტიმ" უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ინგლისური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, კარლოს ტევესი "ბარსას" ფორმას მოირგებს, ხოლო მის სანაცვლოდ "ბლაუგრანა" ახალგაზრდა თავდამსხმელს, ბოიან კრკიჩს გაუშვებს. არგენტინელი ფეხბურთელი თანახმაა, რომ თავის თანამემამულეებთან, მესისთან, მასკერანოსთან და გაბრიელ მილიტოსთან ერთად გააგრძელოს კარიერა. კარლოსმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ევროპულ ფეხბურთში კიდევ სამი-ოთხი წელი ითამაშოს.
ეს გარიგება შეიძლება გარდაუვალი იყოს ერთი ფაქტის გამოც. ინგლისური კლუბის, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა დიდ ინტერესს გამოხატავს "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელისადმი, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული და მათთვის გამოსადეგარი ფეხბურთელია. ასევე ინგლისური კლუბის თავკაცები მოგებაში დარჩებიან, თუ ისინი კარლოს ტევესსა და ადებაიორს გუნდიდან გაუშვებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]