ტერ შტეგენი: მესმის, რომ სილესენს თამაში სურს, მაგრამ ეს მეც მსურს
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მასსა და იასპერ სილესენს შორის არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.
"იასპერის თემაზე არაფერი მაქვს სათქმელი. თუ მას წასვლა სურს, ეს მისი საქმეა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მესმის, რომ მას თამაში სურს. მაგრამ ძირითად მეკარედ ყოფნა და ყველა ტურნირზე გამოსვლა მეც მსურს. მან, ისევე როგორც კლუბმა, ეს იცის.
მსოფლიო ჩემპიონატზე თადარიგში ყოფნა ჩემთვის რთული იყო. მე მოუთმენლად ველოდი ამ ტურნირს. მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილება უნდა დააფასო. მე გუნდისთვის დახმარებას ვცდილობდი ისე, როგორც შემეძლო. ვწუხვარ, რომ პლეი-ოფში ვერ გავედით და ოთხი წლის წინანდელი წარმატება ვერ გავიმეორეთ." - განაცხადა გერმანელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]