"ბარსელონა" პოლ პოგბას ტრანსფერს კვლავ არ გამორიცხავს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონაში" ხვდებიან, რომ პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადმობირება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ კატალონელები ფრანგი ნახევარმცველის ამ ზაფხულში დამატებაზე მაინც ფიქრობენ.
პოგბას ტრანსფერის შემაფერხებელი გარემოება ფინანსებია - ძვირი ჯდება როგორც უშუალოდ ტრანსფერი, ასევე ფეხბურთელის ანაზღაურება.
ამის მიუხედავად, "ბარსელონაში" 25 წლის შუახაზელის ტრანსფერს მაინც არ გამორიცხავენ. კატალონიელები იერი მინას, ალეიშ ვიდალის, პაკო ალკასერისა და შესაძლოა რაფინია ალკანტარას გაყიდვას გეგმავენ და არაა გამორიცხული, შემოსული თანხა პოგბას ტრანსფერისთვის საკმარისი იყოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 44 ]