"ბარსელონაში" გადმოსვლის შემთხვევაში პოლ პოგბა 8 ნომრით ითამაშებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავის, პოლ პოგბას "ბარსელონაში" შესაძლო გადამოსვლის შესახებ ცნობები გავრცელება არ წყდება.
ბოლო ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა 25 წლის ნახევარმცველს 8-ნომრიანი მაისური შესთავაზა, რომლითაც, ბოლო 11 წლის განმავლობაში, გუნდის ლეგენდა, ანდრეს ინიესტა თამაშობდა. ამ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს, რომლის ცნობით, პოგბას მოვლენების ასეთი განვითარება ხიბლავს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლ პოგბა, ამერიკაში ყოფნის დროს, "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალს შეხვდა. მოგვიანებით, აბიდალმა ეს ინფორმაცია უარყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]