10 მიზეზი ოპტიმიზმისთვის

10 მიზეზი ოპტიმიზმისთვის

ალბათ უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ შეუძლია "ბარსას" მომავალ "ელ კლასიკოში" გამარჯვება. მე კი ამ უამრავიდან მხოლოდ 10–ს შემოგთავაზებთ...

- მოგეხსენებათ ბოლოს "ბარსამ" მადრიდელებთან 2008 წლის 7 მაისს წააგო. ორშაბათს კი ამ მარცხიდან 936 დღე შესრულდება. "ბარსა" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 4 "კლასიკოში" შეძლო გამარჯვების მოპოვება.

- "ლა ლიგას" ბოლო 27 "კლასიკოდან", რომელიც "ნოუ კამპზე" გაიმართა, "ბარსამ" 18 მოიგო, 7–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 2–ჯერ წააგო.

- ჟოზე მაურინიოს "ბარსას" წინააღმდეგ, "ნოუ კამპზე", არასოდეს უზეიმია. იგი "კამპ ნოუს" 3–ჯერ "ჩელსის" მწვრთნელის, ხოლო 2–ჯერ "ინტერის" მწვრთნელის რანგში ესტუმრა. იგი 3–ჯერ დამარცხდა, ხოლო 2–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.

- ოფიციალურ შეხვედრებში, პეპ გვარდიოლა 2–ჯერ არცერთ მწვრთნელს არ დაუმარცხებია და გამონაკლისი არც მაურინიოა. აქვე შემოგთავაზებთ იმ დანარჩენი 12 მწვრთნელის სახელს, რომელმაც პეპ გვარდიოლას დამარცხება შეძლო: მაკიეჟ სკორზა (Wisla Krakow, 1-0), სერხიო კრესიჩი (Numancia, 1-0), მირსეა ლუკესკუ Shakhtar Donetsk, 2-3), მაურისიო პოჩეტინო (Espanyol, 1-2), აბელ რესინო (Atlético Madrid, 4-3), გრეგორი მანზანო (Mallorca, 2-1), ხოსე ანტონიო კამაჩო (Osasuna, 0-1), კურბან ბერდიევი (Rubin Kazan, 1-2), მანოლო ხიმენესი (Sevilla, 1-2), კიკო სანჩეს ფლორეზი (Atlético Madrid, 2-1), ანტონიო ალვარესი (Sevilla, 3-1) და ესტებან ვიგო (Hercules, 0-2).

- "ლა ლიგაში" გვარდიოლა "კამპ ნოუზე" მხოლოდ სამჯერ, "ესპანიოლთან", "ოსასუნასთა" და "ერკულესთან" დამარცხდა.

- კრიშტიანუ რონალდუს "ბარსასთვის" გოლი არასოდეს გაუტანია. იგი კატალონიურ კლუბს 3–ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედში", ხოლო 2–ჯერ "რეალში" ყოფნისას დაუპირისპირდა.

- ლეო მესიმ ბოლო 10 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო. 9 – "ბარსასთვის", ხოლო 1 – არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის.

- ეს გვარდიოლასთვის საუკეთესო სტარტია – 9 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება.

- საკუთარ მოედანზე "ბარსამ" უკვე ისეთი გუნდების დამარცხება შეძლო, როგორიც "ვალენსია" (2–1), "სევილია" (5–0) და "ვილიარეალია" (3–1). ახლა ჯერი მადრიდზეა...

- "პანათინაიკოსთან" გასვლითი მატჩის შემდეგ, "ბარსა" ყოველთვის ახერხებს გამარჯვებას: 2002 წელს კატალონიელები "სან მამესს" ესტუმრნენ და ანგარიშით, 0–2 გაიმარჯვეს, ხოლო 2005 წელს კატალონიელებმა "ოსასუნა" ანგარიშით, 5–0 დაამარცხა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.