ტიაგო ალკანტარა "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა
"ბარსელონას" სკოლის აღზრდილი და მიმდინარე ზაფხულში კატალონიელთა ერთ-ერთი სამიზნე ტიაგო ალკანტარა "ბარსას" პრინციპულ მეტოქე გუნდში, მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა.
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ხერარდ მორენოს ინფორმაციით, "რეალი" 27 წლის ფეხბურთელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელი ნახევარმცველის გაყიდვის წინააღმდეგი არც "ბაიერნია". ახლა, ჯერი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზეა.
სავარაუდოდ, "რეალი" ტიაგოს იმ შემთხვევისთვის განიხილავს, თუ ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი მილანის "ინტერში" გადავადა, რისი საკმაოდ დიდი შანსიცაა.
ცოტა ხნის წინ, ტიაგოს დაბრუნებით "ბარსელონაც" იყო დაინტერესებული და ერიკ აბიდალს ამ ტრანსფერის განხორციელება სურდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავად ტიაგოს "რეალში" გადასვლას "ბარსელონაში" დაბრუნება ერჩივნა. თუმცა, ტრანსფერზე უარი კლუბის გენერალურმა მენეჯერმა, პეპ სეგურამ თქვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]