ბართომეუმ პოგბას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, ესპანეთის სუპერ თასის მოგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"ლეოს გამო მოხარული ვარ, რადგან ის ახლა "ბარსას" ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია. ასევე ბედნიერი ვარ უსმან დემბელეს გამო, რომელმაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა.
პოგბა? სხვა გუნდის ფეხბურთელებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მათ პატივი უნდა ვცეთ. ამ კითხვით შეგიძლიათ აბიდალს ან სეგურას მიმართოთ.
ფეხბურთელების გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 20 დღე დარჩა. ვნახოთ, რა მოხდება.
ვიდეორეფერი დიდი მიღწევაა. ყველა გაცილებით მშვიდადაა." - განაცხადა ბართომეუმ Barca TV-სთან საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]