სეზონის პირველი დერბის დაწყების დრო ცნობილია
2018/19 წლების სეზონის პირველი კატალონიური დერბის თარიღი და დრო ოფიციალურად გახდა ცნობილი.
"ბარსელონა" და "ჟირონა" ერთმანეთს "კამპ ნოუზე", 23 სექტემბერს დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ეს მატჩი ლა ლიგაში ორი გუნდის მხოლოდ მესამე შეხვედრა იქნება: შარშან, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა სტუმრად 3-0 მოიგო, საშინაო არენაზე კი მეტოქე 6-1 დაამარცხა.
23 სექტემბრამდე, "ბარსა" პრიმერა დივიზიონში 4 თამაშს გამართავს, "ალავესის", "ვალიადოლიდის", "უესკასა" და "სოსიედადის" წინააღმდეგ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]